დარეკეთ (+995 32) 2 84-50-60   l   არასტანდარტული მოთხოვნა შეთანხმებით
დაგავიწყდათ პაროლი?
Hosted PBX – "ვირტუალური ატეესი"

უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ თქვენ არ გჭირდებათ სადგურის შეძენა, არც მისთვის სპეციალური ადგილის გამოყოფა სამუშაო კლიმატის შექმნა და რაც მთავარია დამატებითი შტატის აყვანა აპარატურის მომსახურებისათვის.
ვირტუალური ატეესის მოხმარება ძალიან მარტივია. ვებ–გვერდის საშუალებით შესაძლებელია როგორც ცვლილებების შეტანა (კონფიგურირება) ასევე მონიტორინგი ჩანაწერების წარმოება და რეპორტინგი.
არაფრის შეძენა არ გჭირდებათ

სერვისი ვირტუალურია. შეგიძლიათ პროგრამული ტელეფონით დარეკოთ ან მიიღოთ ზარები. ოფისის გამოცვლის შემთხვევაში არაფრის გადატანა, მონტაჟი ან დემონტაჟი არ დაგჭირდებათ. ყველაფერი ქლაუდშია შეგიძლიათ მოკლე დროითაც ისარგებლოთ თუ თქვენ აწარმოებთ სეზონურ ბიზნესს



უპირატესობები


* არ საჭიროებს პირველად ხარჯებს;
* არ საჭიროებს სპეციალური ადგილის გამოყოფას;
* არ საჭიროებს კონდიცირებას ან გათბობას;
* არ საჭიროებს მომსახურე პერსონალს;
* არ საჭიროებს ელექტროენერგიას;
* შესაძლებელია რამოდენიმე ოფისის გაერთიანება ერთ სივრცეში;
* მისამართის შეცვლის შემთხვევაში არაფრის დემონტაჟი–მონტაჟი არ დაგჭირდებათ;
* ინფორმაცია დაცულია დაკარგვისაგან;
* შესაძლებელია ჩანაწერების წარმოება;
* რეალურ დროში მონიტორინგი;
* ქოლ–ცენტრის მოწყობა;
და სხვა მრავალი ...

ვიტრუალური სატელეფონო სადგური თავსებადია სხვა და სხვა IP-ტელეფონებთან. ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება შერეულადაც, ფიზიკური და პროგრამული ტელეფონებად.
პროგრამულ ტელეფონად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი უფასო პროგრამები როგორიცაა X-lite 3.0 (SIP-SoftPhone გადმოწერა)
პროგრამის კონფიგურაცია მარტივია, ინსტალაციის შემდეგ საჭიროა მხოლოდ მომხმარებლის სახელის, პაროლისა და სერვერის მისამართის შეტანა.




ან შეგიძლიათ გამოიყენოთ Cisco–ს პროგრამული ტელეფონი Cisco IP Communicator v8 (SCCP-SoftPhone გადმოწერა)
ამ შემთხვევაში მხოლოდ MAC–მისამართის მითითება და TFTP–სერვერის გაწერა იქნება საჭირო.



საჭიროების შემთხვევაში ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან კონფიგურაციაში.