| ტერმინი | განმარტება |
|---|---|
| WEB მართვა | (Control Panel) ვირტუალური სატელეფონო სადგურის სამართავი და მონიტორინგის განსახორციელებელი საშუალება (ადმინისტრირების ვებ გვერდი) |
| გარე ნომერი | (Trunk / Numbers) გარე სატელეფონო ნომერი(თრანქი) რომელსაც თქვენ აიღებთ სასურველი ოპერატორისაგან რაოდენობის და დაარეგისტრირებთ ვოიფონში |
| შიდა ნომერი | (Extensions) შიდა ნომრები სატელეფონო სადგურის შიდა მხარეს. მაგ: 100, 101, 102 და ა.შ. |
| შიდა არხები | (Local Channels) ერთდროული შიდა ზარების რაოდენობა |
| ქოლ–ცენტრი | (Call center) სატელეფონო რიგების მოწყობა, ზარების რიგში ჩაყენება. იმისათვის რომ ოპერატორებმა შეძლონ მათ რაოდენობაზე გაცილებით მეტი ზარების ორგანიზებულად მიღება |
| ზარების ისტორია | (Call History) ზარების ისტორია (ზარების დეტალური) (მაგ: რა ნომერმა სად დარეკა, რამდენ ხანს ისაუბრა და ა.შ.). |
| ზარების ჩაწერა | (Call recording) - შემომავალი და გამავალი ზარების აუდიო ჩაწერა მისი შემდგომი მონიტორინგისათვის. |
| Live მოსმენა | (Live Monitoring) - ზარების მოსმენა რეალურ დროში. იმისათის რომ აკონტროლოდ ოპერატორები რამდენად ხარისხიანად ემსახურებიან აბონენტებს. |
| IVR ხმოვანი მენიუ | (Interactive voice response) ინტერაქტიური ხმოვანი მოპასუხე ტონალურ რეჟიმში. (მაგ: აკრიფეთ შიდა ნომერი ან დაელოდეთ ოპერატორს) |
| ლიმიტირება | (Call limit) კონკრეტული ტელეფონისთვის გამავალ ზარებზე ლიმიტების დაწესება: ფიქსირებული, მობილური, საერთაშორისო და ა.შ. |
| ავტომოპასუხე | (Answering machine , Voice mail) ავტომოპასუხე შეტყობინების დასატოვებლად. ხმოვანი ფოსტა |
| კონფერენცია | (Conference call) სატელეფონო კონფერენციების მოწყობა |
| დიქტოფონი | (Dictaphone voice recorder) ტელეფონის აპარატით ხმის სისტემაში შენახვა |
| FAX სერვისი | (Send Fax , Receive Fax) ფაქსის მიღება და გაგზავნა ვებ გვერდის საშუალებით |
| ხმოვანი SMS | (Voice SMS) მოკლე (ხმოვანი) შეტყობინების გაგზავნა სასურველ ნომერზე |
| ჩამორეკვა | (Automated Dial Out) აუდიო რგოლის გავრცელება სასურველი ნომრებზე |
| ქვემომხმარებელი | (Subuser) შეზღუდული უფლებების მქონე მომხმარებელი WEB მართვის პანელისათვის |
| მონიტორინგი | (Monitoring) მონიტორინგის გვერდი WEB პანელზე. (მაგ: ქოლ–ცენტრის რომელი ოპერატორი საუბრობს, რომელი ელოდება ზარს და ა.შ.) |
| ზარების დაბლოკვა | (Black list) არასასურველი შემომავალი ნომრების დაბლოკვა. |
| პაროლი ტელეფონზე | (Outgoing Call Blocker) ტელეფონზე პაროლის (PIN code) დაყენება იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ არასასურველი გამავალი ზარები |
| ზარის გადამისამართება | (Call forwarding) გადამისამართების წინასწარ განსაზღვრა ყურმილის აღების გარეშე (მაგ: გადამისამართება საკუთარ მობილურზე) |
| ტრანსფერი | (Call transfer) ტრანსფერი შეთანხმებული ან პირდაპირი. (ზარის გადამისამართება ყურმილის აღების შემდეგ) |
| მარშრუტიზაცია | (Call routing) შემომავალი ზარების მოძრაობის მართვა |
| მოლოდინის რეჟიმი | (Call waiting) შემომავალი ზარის მიღება საუბრის პარალელურად |
| ზარების გადმორთვა | (Call Pickup) სხვა ნომერზე შემოსული ზარის გადმორთვა (ზარის დაჭერა) რეკვის დროს |
| Video ზარი | (Video call) სატელეფონო ზარის განხორციელება ვიდეო გამოსახულებით (ვიდეო ზარი) |
| ნომრის ამომცნობი | (Caller ID) ნომრის ამომცნობი საერთაშორისო სტანდარტით |
| მოლოდინის მუსიკა | (Music on hold) მოლოდინის მუსიკა. გაისმის ყურმილში როდესაც აბონენტი არის მოლოდინის რეჟიმში. შესაძლებელია სასურველი მელოდიის დაყენება |
| გრაფიკის მართვა | (Call Routing by Datetime) ზარების მართვა დღის და საათების მიხედვით. ზარების მართვა სამუშაო გრაფიკის მიხედვით |
| გრაფიკის მართვა | (Call Routing by holidays) ზარების მართვა დღესასწაულის დღეების მიხედვით |
| ზარების რეპორტი | (Call reports) ზარების დეტალურის გამოტანა (მაგ: რეპორტი excel -ში ან საბეჭდი ვერსია ) |
| SIP მხარდაჭერა | SIP - (Session Initiation Protocol) VoIP-პროტოკოლი (Voice over IP) ხმის ინტერნეტით გადაცემა |
| SCCP მხარდაჭერა | SCCP - (Skinny Client Control Protocol) შემუშავებულია სპეციალურად Cisco Systems აპარატურისათვის. ხმის ინტერნეტით გადასაცემად. |
ტერმინების განმარტება
ჩამოთვლილი ფუნქციების განმარტებები რომლებსაც უზრუნველყოფს ვირტუალური სატელეფონო სადგური VoIPhone.ge
ჩამოთვლილი ფუნქციების განმარტებები რომლებსაც უზრუნველყოფს ვირტუალური სატელეფონო სადგური VoIPhone.ge

დარეკეთ (+995 32) 2 84-50-60 l გამორჩეული მოთხოვნა შეთანხმებით